ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე მოქმედ ჩემპიონს მოუგო და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა

ტურნირის ბოლო დღეს ქართველმა ოძეკმა აუცილებლად უნდა მოიგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტიტულს დაკარგავს

ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოს ბოლოსწინა საშეჯიბრო დღე ქართველი ტოჩინოშინისთვის, ლევან გორგაძისთვის კარგად დასრულდა.

ქართველი გოლიათი ამ ტურნირის მოქმედ ჩემპიონს, სეკივაკე ტამავაშის დაუპირისპირდა და ოშიდაშით მოუგო. ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ, ამ გამარჯვებით, ლევანის ბალანსი 7-7 გახდა.

ხვალ ჰარუ ბაშოს ფინალური დღეა და  ტოჩინოშინს გადამწყვეტი ბრძოლა ელის. ქართველ ოძეკს აუცილებლად მოგება სჭირდება, სხვა შემთხვევაში, ის ოძეკის ტიტულს დაკარგავს, ამიტომ ტურნირის ბოლო დღეს აუცილებლად მოგება ესაჭიროება.

  • 142
  •  
  •  
  •  
  •