ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე მე-16 ოქრო მოიპოვა

ქართველმა პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა, იტალიის ქალაქ პიზაში გამართულ მსოფლიო თასზე, ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ეს ოქრო, ქართველი სპორტსმენის კარიერაში, მე-16 მედალია, რომელიც მან მსოფლიო თასის გათამაშებაში მოიპოვა.

რაც შეეხება ნინა თიბილაშვილს, მეორე ქართველმა პარამოფარიკავემ, ჯგუფურ ეტაპზე, ყველა ბრძოლა მოიგო, თუმცა საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა მაინც ვერ მოახერხა.

  • 549
  •  
  •  
  •  
  •  
  •