საქართველოს რუქა მაისურებზე – ბორჯღალოსნები რუსეთში გამარჯვებისთვის იბრძვიან

რაგბი ევროპის ჩემპიონატის  ბოლო ტურში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რუსეთის ქალაქ კრასნოდარში, “ყუბანის” სტადიონზე რუსეთის ეროვნულ გუნდს უპირისპირდება.

ქართველი მორაგებეები, სტადიონზე, მატჩის დაწყების წინ სპეციალური მაისურებით გამოჩნდნენ, სადაც საქართველოს რუკაა დატანილი და ამით, რუსებს მიანიშნეს, რომ მათ მიერ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოა.

ბორჯღალოსნებს რუსეთთან 1996 წლის შემდეგ არ წაუგიათ. ამ მომენტში, შეხვედრის პირველი ნახევარი მიმდინარეობს და ანგარიში, საჯარიმოებით – 3:3-ია.

ფოტო: რაგბის კავშირი

  • 324
  •  
  •  
  •  
  •