რუსეთი დამარცხებულია – ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპა ტრიუმფით დაასრულეს

რაგბის ევროპის ჩემპიონატი ტრიუმფით და რუსეთის ნაკრების გამარჯვებით დაასრულა საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა.

ტურნირის ბოლო ტურში, ბორჯღალოსნები, კრასნოდარში, რუსეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 6:22 დაამარცხეს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებს ერთი შეხვედრაც კი არ წაუგია და ჩემპიონობაც, ბოლო ტურამდე, ერთი მატჩით ადრე გაინაღდა.

მე-8 წუთზე, საქართველო სოსო მათიაშვილმა დააწინაურა, რუსებმა გათნაბრება 32-ე წუთზე შეძლეს, თუმცა პირველი ნახევარი, მილტონ ჰეიგის შეგირდებმა 3:10 მოიგეს. მეორე ნახევარში, მასპინძლებმა მხოლოდ სამი ქულის აღება შეძლეს საჯარიმოთი, ქართველებიდან კი რუსეთის ნახევარზე ლელო  ცუცქირიძემ და მოდებაძემ დაამიწეს.

6:22  – ამ შედეგით დაასრულეს რაგბი ევროპის ჩემპიონატი ქართველმა მორაგბეებმა და ისინი დღეს, სრულიად დამსახურებულ ოქროს მედლებს ჩაიბარებენ.

ფოტო: რაგბის კავშირი

  • 853
  •  
  •  
  •  
  •