Apple-ის მეფის უკანასკნელი სიტყვა – “ვერ იყიდი სიცოცხლეს!” 

სტივ ჯობსი: "საათი, რომელიც 30 დოლარი ღირს და საათი, რომელიც 300 დოლარი ღირს, ერთსა და იმავე დროს აჩვენებს"

“ახლა ვწევარ ჰოსპიტალის ოთახში და მომაკვდავი ვფიქრობ: ბოლოს და ბოლოს, სიმდიდრე, უბრალოდ, ფაქტია ცხოვრებაში, რომელსაც შევეჩვიე. ამ წუთში, როცა მძიმე ავადმყოფი ვწევარ საწოლში და თვალს ვავლებ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ვაცნობიერებ, რომ ყველა წარმატება და აღიარება, რომელიც მაქვს, უაზრობაა, მოკლებულია უმაღლეს აზრს, გარდაუვალი სიკვდილის წინაშე.
თქვენ, შეიძლება, აიყვანოთ თქვენი ავტომანქანისთვის მძღოლი, შეიძლება, აიყვანოთ ადამიანები, რომლებიც გამოიმუშავებენ ფულს თქვენს გასამდიდრებლად, მაგრამ ვერ აიყვანთ, მთელი თქვენი ქონებით და ავლადიდებით ვერავის, ვინც თქვენს ნაცვლად ამ ავადმყოფობას აიტანს და ზიდავს… შეიძლება, იპოვო და იყიდო მატერიალური ნივთები, მაგრამ არსებობს ერთი ნივთი, რომელსაც ვერ იპოვი და იყიდი, როცა ის დაკარგულია – ვერ იყიდი “სიცოცხლეს.”
რაც გვემატება წლები, მით უფრო გონიერები ვხდებით, რომ საათი, რომელიც 30 დოლარი ღირს და საათი, რომელიც 300 დოლარი ღირს, ერთსა და იმავე დროს აჩვენებს.
150 000 დოლარიანი ავტომანქანით ვივლით, თუ 20 000 დოლარიანით, გზა და მანძილი ერთნაირია და დანიშნულების ადგილამდე ორივე მიგვიყვანს.
სახლი, რომელშიც ვცხოვრობთ, 300 კვადრატული მეტრი ფართობისაა თუ 3000 – ორივეში ერთნაირად მარტოსული ხარ….თქვენი ნამდვილი შინაგანი ბედნიერება მატერიალური ნივთებიდან არ გამომდინარეობს….
თქვენ ბედნიერი ხართ მხოლოდ მაშინ, თუ გყავთ მეგობრები, რომლებიც გიგებენ, რომლებსაც უყვარხართ და რომლებთანაც შეგიძლიათ, გულწრფელად დაიცალოთ!
თუ თქვენ გინდათ, იაროთ ჩქარა, იარეთ მარტო. მაგრამ თუ თქვენ გინდათ, წახვიდეთ შორს, იარეთ ერთად.”

/სტივ ჯობსი /

  • 226
  •  
  •  
  •  
  •  
  •