EUMM: ბორდერიზაციის ახალი ნიშნები არ შეიმჩნევა

EUMM აცხადებს, რომ სადამკვირებლო მისიის საპატრულო ჯგუფი დიდი ხურვალეთის ტერიტორიაზე იმყოფება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ხურვალეთში რუსი სამხედროების შესაძლო შემოსვლას არ ადასტურებს:

“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ჯგუფი ამჟამად დიდი ხურვალეთის ტერიტორიაზე იმყოფება. ბორდერიზაციის ახალი ნიშნები არ შეიმჩნევა. უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლები იმყოფებიან ადგილზე, მაგრამ ჩვენ არ აღგვირიცხავს ინციდენტები. ყველა მექანიზმი, მათ შორის ცხელი ხაზი, გამოიყენება კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია EUMM-ის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.

  • 2
  •  
  •  
  •  
  •