ჩემპიონთა ლიგაზე 1/4 ფინალისტები დაწყვილდნენ

რამდენიმე წუთის წინ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური წყვილების წილისყრა გაიმართა.

ყველაზე დიდ ინტერესს “ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირება იწვევს. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა დანარჩენ გუნდს წილისწყრაში მეტ-ნაკლებად გაუმართლა. პირველ შეხვედრას კატალონიელები უმასპინძლებენ.

იტალიური “იუვენტუსი” პირველ შეხვედრას გასვლაზე, ჰოლანდიაში, “აიაქსის” წინააღმდეგ ჩაატარებს. ორივე გუნდმა, თითქმის უიმედო მდგომარეობიდან შეძლო 1/4 ფინალში გასვლა. “აიაქსმა” შინ წააგო, თუმცა გასვლაზე “რეალი” 1:4 გაანადგურა, “იუვენტუსს” კი “ატლეტიკოსთან” გასვლითი მატჩი 2:0 ჰქონდა წაგებული და რთული წარმოსდგენი იყო, 3:0 გამარჯვებას თუ შეძლებდნენ ტურინელები.

“ტოტენჰემი” “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდება და ამ წყვილში ინგლისურ დუელს ვიხილავთ. ყველაზე მეტად “ლივერპულს” გაუმართლა, რომლის მეტოქეც პორტუგალიური “პორტუ” იქნება.

“ტოტენჰემი”-“სიტის” შორის გამარჯვებული, ნახევარფინალში  “აიაქსი” – “იუვენტუსს” შორის გამარჯვებულს შეხვდება, “ბარსელონა”-“მანჩესტერს” შორის მოგებული კი – “ლივერპული” – “პორტუს” შორის გამარჯვებულს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1 ივნისს, მადრიდში, “ატლეტიკოს” ახალ სტადიონზე, “ესტადიო მეტროპოლიტანოზე” შედგება.

  • 21
  •  
  •  
  •  
  •