ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე მესამე შეხვედრა მოიგო და დადებით ბალანსზე გავიდა

ოსაკაში მიმდინარე სუპერტურნირის, ჰარუ ბაშოს მეხუთე საშეჯიბრო დღეს, ქართველმა ოძეკმა ტოჩინოშინმა თავისი მესამე შეხვედრა მოიგო და დადებით ბალანსზე გავიდა.

იაპონური მედია, ჰარუ ბაშოს დაწყებისას, აქტიურად წერდა, რომ ნაგოია ბაშოს დასრულების შემდეგ, ლევან გორგაძე ფორმაში არაა, რადგან მას ორი რთული ტრავმის მოშუშება მოუხდა. მეორე მარცხის შემდეგ, იაპონელი ჟურნალისტების კვალდაკვალ, ტოჩინოშინმა ჯავრი კედლებზე იყარა, თუმცა ქართველი სუმოტორი ამბობს, რომ აუცილებლად შევა ფორმაში.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ლევანის მეტოქე ბრაზილიელი კაისეი იყო, რომელიც ძალისმიერ ჭიდილში, იორკირით დაჯაბნა და მესამედ მოიგო მიმდინარე ტურნირზე.

იმისთვის, რომ ტოჩინოშინმა ოძეკის წოდება შეინარჩუნოს, ჰარუ ბაშოზე 8 შეხვედრა უნდა მოიგოს და ტურნირი დადებითი ბალანსით დაასრულოს.

 

  • 86
  •  
  •  
  •  
  •