პირველი ქართველი მებრძოლი ქალი UFC-ში

ლიანა ჯოჯუამ ლეგენდრულ ორგანიზაციასთან კონტრაქტს ხელი მოაწერა

MMA-ს ქართველმა მებრძოლმა, ლიანა ჯოჯუამ ლეგენდარულ ორგანიზაციასთან – UFC კონტრაქტს ხელი მოაწერა.

სპორტსმენი, მეტსახელად “მგელი”, საქართველოშია დაბადებული. ბავშვობის შემდეგ კი მოსკოვში ცხოვრობს, თუმცა რინგზე საქართველოს სახელით და დროშით გამოდის. ჯოჯუას სულ ММА-ში 8 ბრძოლა აქვს ჩატარებული.

გოგონა, თავდაპირველად, ტაილანდურ კრივში გამოდიოდა, მოგვიანებით კი, შერეულ ორთაბრძოლებში გადავიდა. გასული წლის თებერვალში, ის FIGHT NIGHT GLOBAL-ის მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის მფლობელი გახდა.

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამართულ 5 რაუნდიან სატიტულო ორთაბრძოლაში, ჯოჯუამ დაუმარცხებელი რუსი მებრძოლი, მარინა მოხნატკინა, მსაჯთა კოლეგიის ერთხმოვანი გადაწყვეტილებით – 48-47, 47-47, 49-45 დაამარცხა და პირველი ქართველი ქალი მებრძოლი გახდა, რომელმაც MMA-ში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

  • 506
  •  
  •  
  •  
  •