პარლამენტის წინ შიშველი მამაკაცი დააკავეს

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მამაკაცი გაშიშვლდა. იგი შენობის წინ იდგა და პარლამენტარებს უხამსი სიტყვებით მიმართავდა. პროტესტის მიზეზი უცნობია. როგორც შსს-ში განმარტავენ, მამაკაცი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, ის ასევე დაჯარიმდა ასკ-ის 171-ე მუხლის შესაბამისად – 200 ლარით.

წყარო: Frontnews

  • 55
  •  
  •  
  •  
  •  
  •