Breaking news: ღაზას სექტორიდან ისრაელის რამდენიმე ქალაქი დაბომბეს

ისრაელის რამდენიმე ქალაქში საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.

ამ დროისთვის, ისრაელის რამდენიმე ქალაქში – ბათი ამში, თელ-ავივსა და დან გუში საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა.

ამოქმედდა განგაშის სისტემა, რომელიც მოქალაქეებს ბუნკერებში გადამალვას ამცნობს.

დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.

  • 303
  •  
  •  
  •  
  •