16 წლის აქტივისტი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

2019 წლის ნობელის პრემიაზე, მშვიდობის დარგში, შვედმა პოლიტიკოსებმა, იენს ჰოლმმა და იოჰან სვენელინგმა 16 წლის სკოლის მოსწავლე, გრეტა ტუნბერგი წარადგინეს.

პრესტიჟულ პრემიაზე, სკოლის მოსწავლის წარდგენა გლობალური დათბობის წინააღმდეგ მის აქტიურ ბრძოლას უკავშირდება. 2018 წლის ზაფხულიდან, ტუნბერგი, კვირაში ერთხელ, სტოკჰოლმის პარლამენტთან აქციას მართავს და მთავრობას გარემოს დაცვისა და “პარიზის შეთანხმების” შესრულებისკენ მოუწოდებს.

მან, ცოტა ხნის წინ, მასშტაბური აქცია გერმანელ მოსწავლეებთან ერთად, ჰამბურგში გამართა. გრეტა ტუნბერგის ორგანიზებით, მასობრივი გამოსვლები ახლო პერიოდში ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იგეგმება.

  • 43
  •  
  •  
  •  
  •