- თბილისის მერია ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო მსოფლიო კამპანიას შეუერთდა
- ბავშვთა ქალაქ "მზიურში" სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
- ბაღების მართვის სააგენტომ 500 000-მდე ლარის ღირებულების სათამაშოები შეიძინა
- "აჭარა ჯგუფის" ახალი სასტუმრო "Rooms Hotel Kokhta" პირველ სტუმრებს ახალი წლიდან უმასპინძლებს
- ისნის რაიონის გამგებელმა საქმიანობის ორწლიანი ანგარიში წარადგინა
კონორ მაკგრეგორი პოლიციამ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
ირლანდიელ მებრძოლს 12 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა

შერეული ორთაბრძოლის ირლანდიელ ვარსკვლავს 12 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა.
როგორც ცნობილია, ლეგენდარული მოჩხუბარი ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში, შეიარაღებული ძარცვისა და ხულიგნობის ბრალდებით, გვიან ღამით აიყვანეს. სპორტსმენმა ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში დებოში მოაწყო. მან გულშემატკივარს, რომელიც მისთვის ფოტოს გადაღებას ცდილობდა, მობილური ტელეფონი ჯერ წაართვა, შემდეგ კი დაუმტვრია, მისი ნაწილები კი თან წაიღო.
დაზარალებულის მტკიცებით, მისი ტელეფონი 1000 დოლარი ღირდა.
შეგახსენებთ, რომ ეს მაკგრეგორის პირველი დაკავება არ არის. გასული წლის 5 აპრილს, ბრუკლინში სპორტსმენი თავს დაესხა ავტობუსს, რომელშიც UFC-ს რამდენიმე სპორტსმენი, მათ შორის, ხაბიბ ნურმაგომედოვი იმყოფებოდა.
ამ საქმეზე განაჩენი სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოიტანა და ირლანდიელს საზოგადოებისთვის სასარგებლო 5-დღიანი შრომა დააკისრა, მაკგრეგორმა ბრუკლინში ეკლესიები უნდა დაალაგოს.
14