ყაჩაღობის ბრალდებით, ესპანეთში ქართველები დააკავეს

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქართველები ორგანიზებული დაჯგუფების წევრები არიან

ესპანეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.

3 ქართველი, ქურდობა-ყაჩაღობის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ აიყვანეს.

როგორც ესპანური მედია იტყობინება, დაპატიმრებულები ორგანიზებული დაჯგუფების წევრები არიან, რომლებიც მურსიასა და ალიკანტეში სახლებს ძარცვავდნენ.

ამ დროისათვის, ქართველები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი და მათ წინააღმდეგ საქმეა აღძრული.

პოლიციამ დაკავებულების სახლებიდან, ნივთმტკიცების სახით, მოპარული ნივთები და ხელსაწყოები ამოიღო, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები საცხოვრებელ სახლებსა და სხვა დაწესებულებებს ტეხდნენ.

  • 145
  •  
  •  
  •  
  •