სირიაში, 25 წლის პანკისელი, ამირან ბორჩაშვილი დაიღუპა

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურის მკვიდრი, 25 წლის ამირან ბორჩაშვილი დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ, პანკისის სათემო რადიო ავრცელებს.

21 წლის ამირან ბორჩაშვილი საქართველოდან სირიაში, თანასოფლელთან, ასლანბეგ ბორჩაშვილთან ერთად 2015 წლის აგვისტოში წავიდა. მანამდე კი, ორივე ახალგაზრდა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

ამირან და ასლანბეგ ბორჩაშვილები ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში იბრძოდნენ. ასლანბეგ ბორჩაშვილი სირიაში 2016 წლის ივნისში დაიღუპა.

  • 49
  •  
  •  
  •  
  •  
  •