ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმი, საქართველოსთან ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს 15 მარტიდან გახსნის

ოკუპირებულ ცხინვალს ე.წ. საზღვარი, საქართველოში H1N1 ვირუსი გამო ჰქონდა ჩაკეტილი

ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმი საქართველოსთან ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს 15 მარტიდან გახსნის.

გადაწყვეტილება ე.წ სამხრეთ ოსეთის მთავრობაში მიიღეს.

როგორც მარიონეტული რეჟიმის უშიშროების საბჭოში განმარტავენ, საზღვრის გახსნა და გამარტივება მოქალაქეებისთვის, საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების გამო მიიღეს.

როგორც ცნობილია, ოკუპირებულ ცხინვალს, ე.წ. საზღვარი, საქართველოში H1N1 ვირუსი გამო ჰქონდა ჩაკეტილი.

  • 5
  •  
  •  
  •  
  •