დე ფაქტო აფხაზეთის სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან, ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ავრცელებს.

უწყების ცნობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის თანახმად, 30 წლამდე მამაკაცმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული გალის რაიონში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მკვიდრის – საქართველოს მოქალაქის, 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას, თვითმკვლელობის ფაქტს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

  • 10
  •  
  •  
  •  
  •