Crufts-ის ძაღლების გამოფენა: ჩემპიონი – პაპიიონი დილანი და სხვები

პაპიიონი ბელგიიდან, სახელად – დილანი, Crufts-ის ძაღლების ყოველწლიურ გამოფენაზე საუკეთესოდ აღიარეს. ის, კონკურსის ბოლო ეტაპზე, 6 ფინალისტს შორის, გამარჯვებულად გამოაცხადეს და მთავარი პრიზი –  Best in Show გადასცეს.

პაპიიონის სახელწოდება ამ ჯიშის ძაღლებმა მათი ყურების გამო მიიღეს, რომლებიც პეპელას ფრთებს ჰგავს (ფრანგულად “პაპიიონი” – Papillon პეპელას ნიშნავს). პაპიიონმა, Crufts-ის კონკურსის ისტორიაში, პირველად აიღო მთავარი ჯილდო. 

ფინალისტებს შორის, ასევე მოხვდნენ:

დეივი, 6 წლის ინგლისური ბოქსიორი. 

ლუთერი, 3 წლის ირლანდიური სპანიელი. 

ევა, 3 წლის შოტლანდიური ტერიერი. 

გამოფენა ბირმინგემის ნაციონალურ საგამოფენო დარბაზში ჩატარდა და მასში 3600 ძაღლი მონაწილეობდა, მთელი მსოფლიოდან. სულ, კონკურსში მონაწილეობისთვის, 27 ათასამდე სხვადასხვა ჯიშის ძაღლი იყო წარდგენილი. შოუ 4 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

იორკშირული ტერიერი. 

ძაღლს, სახელად ბობი შოუ, “ინსტაგრამზე” საკუთარი ექაუნთიც კი აქვს. 

მალტური ბალონკა.

ბობტეილი. 

ინგლისური კოკერ-სპანიელი. 

სამოედი.

ში-ტცუს ჯიშის ძაღლები. 

ბიშონი.

ბალონკა. 

Crufts -ის ძაღლების გამოფენა უმსხვილესია მსოფლიოში და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული. კონკურსი მისი დამაარსებლის, ჩარლზ კრაფტის სახელს ატარებს. პირველი გამოფენა 1886 წელს ჩატარდა. 1928 წლიდან კი, კონკურსის ფარგლებში, ყოველ წელს გაიცემა მთავარი პრიზი – Best in Show.

Crufts-ის ისტორიაში, წელს 128-ე გამოფენა გაიმართა.

ფოტოები: GETTY IMAGES, REUTERS, BEATMEDIA.

 

  • 23
  •  
  •  
  •  
  •  
  •