ბრიტანულმა მაღაზიამ დემნა გვასალიას ჰუდი გაყიდვიდან ამოიღო

დემნა გვასალიას დიზაინით გაკეთებული ჰუდს მაღაზია 680 ფუნტად ყიდდა

ბრიტანულმა მაღაზია Harrods-მა,  დემნა გვასალიას მიერ Vetements-ისთვის შექმნილი ჰუდი გაყიდვებიდან ამოიღო.

როგორც დასავლური მედია იტყობინება, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მაღაზიის მეპატრონეებმა აღმოაჩინეს, რომ ზედატანზე უცენზურო წარწერა იყო დატანილი.

ცნობილი მაღაზიათა ქსელის პერსონალს ჰუდზე განთავსებული რუსული ანბანი ქართული ეგონა. მაღაზიის კონსულტანტებს თვალი Financial Times-ის ჟურნალისტმა, მაქს სედონმა აუხილა.

Twiiter-ის საკუთარ გვერდზე მან დაწერა, რომ რეალურად, ჰუდზე განთავსებული წარწერა არის რუსულ ენაზე და მისი მიახლოებული თარგმანიც მიუთითა.

მანამდე, დემნა გვასალიას დიზაინით გაკეთებული ჰუდს მაღაზია 680 ფუნტად ყიდდა.

  • 28
  •  
  •  
  •  
  •