ლტოლვილად ჩაბარებულმა ქართველმა პოლიციელები სცემა

შემთხვევა ავსტრიის ქალაქ ბადენში მოხდა

შემთხვევა ავსტრიის ქალაქ ბადენში მოხდა. თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მქონე 18 წლის ბიჭმა, თავდაპირველად, აგრესიული ქმედება საცხოვრებელთან დაპარკინგებული ავტომობილის მძღოლი ქალბატონის მისამართით განახორციელა.

მან “გოლფის” მარკის ავტომობილს წიხლები დაუშინა და სარკე მოტეხა. თვითმხილველებმა პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ქართველი ბიჭი ფიზიკურად გაუსწორდა. მან ჯერ პოლიციელ ქალს მუშტი სახეში ჩაარტყა და სათვალე ჩაუტეხა, შემდეგ კი მამაკაცი სცემა.

ადგილზე მისულმა დამატებითმა ეკიპაჟმა ის დააკავა და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.

  • 30
  •  
  •  
  •  
  •