დაჭრილი ქართველი სამხედროები კალიფორნიიდან 38 მედლით ბრუნდებიან

საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა 12-მა დაჭრილმა ჯარისკაცმა, კალიფორნიაში, საზღვაო ქვეითების 2019 წლის ჩემპიონატში 38 მედალი მოიპოვა.

ტურნირში, შვიდი ქვეყნის ორასამდე მონაწილე, ერთმანეთს სპორტის რვა სახეობაში ეჯიბრებოდა.

ქართველი ჯარისკაცები შვიდ სახეობაში – მშვილდოსნობაში, ცურვაში, ნიჩბოსნობაში, ეტლით სირბილში, ველოსპორტსა და მიზანში სროლაში გამოვიდნენ და მათ ანგარიშზე, 20 ოქრო, 10 ვერცხლი და 8 ბრინჯაოს მედალია.

კალათბურთის ფინალურ მატჩში, ქართველებმა ამერიკის გუნდი დაამარცხეს და ჩემპიონები გახდნენ.

დაჭრილი ჯარისკაცები საქართველოში 12 მარტს, გამთენიისას დაბრუნდებიან. 2019 წელს, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ამერიკის საზღვაო ქვეითების ყოველწლიურ სპორტულ ღონისძიებაში მეხუთედ მიიღეს მონაწილეობა. შარშან მათ ჯამში 20 მედალი მოიპოვეს.

ქართველმა ჯარისკაცებმა 2019 წლის თამაშები შემდეგი შედეგებით დაამთავრეს:

ჯონი თოფურია – 5 ოქრო

რეზო გორგაძე – 3 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო

ახმედ საფაროვი – 3 ოქრო, 1 ბრინჯაო

ალუდა სეთურიძე – 2 ოქრო, 2 ბრინჯაო

ალიკა გითოლენდია – 1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო

გოგიტა ხოზრევანიძე – 1 ოქრო, 1 ვერცხლი

დავით ნარეშელაშვილი – 1 ოქრო, 1 ბრინჯაო

გრიგოლ მინაგორაშვილი – 1 ოქრო

გუგა ჩიმახიძე – 1 ოქრო

ჯიმშერ ჩხენკელი – 1 ოქრო

არჩილ აბულაძე – 1 ოქრო

ლაშა სურმანიძე – 3 ვერცხლი

წყარო: ამერიკის ხმა

  • 291
  •  
  •  
  •  
  •