რომან დოლიძე: არ ვეძებთ ადვილ გზებს, რადგან ჩვენ გვინდა UFC-ს ჩემპიონობა

UFC-ში დოლიძე პირველ ჩხუბს 20 აპრილს გამართავს

ქართველი მებრძოლის პირველი ჩხუბი, UFC-ის ეგიდით, რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის ოქტაგონზე 20 აპრილს გაიმართება.

ბათუმელი მებრძოლი, ნახევრადმძიმე წონით კატეგორიაში, ორგზის ჩემპიონ, დაღესტნელ გაჯიმურად ანტიგულოვს დაუპირისპირდება.

როგორც დოლიძემ “რეკორდერთან” საუბრისას განაცხადა, ის მაქსიმალურად მოტივირებულია და მთელი შემართებით ემზადება ჩხუბისთვის.

“არ ვეძებთ ადვილ გზებს, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ჩემპიონობა UFC-ში”, – აღნიშნა დოლიძემ.

რომან დოლიძე აპრილის ჩხუბისთვის მასტერკლასებს ლეგენდარულ მებრძოლ ჯონ ჯონსთან გაივლის.

შეგახსენებთ, რომ დოლიძე WWFC–ის ნახევრადმძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მფლობელია. MMA-ში მას ხუთიდან ხუთი შეხვედრა აქვს მოგებული.

  • 32
  •  
  •  
  •  
  •