სოხუმში ზღვამ მკვდარი დელფინები გამორიყა

დელფინების ეს სახეობა წითელ წიგნშია შეტანილი

ოკუპირებულოი სოხუმის სანაპიროზე, ზღვამ წითელ ნუსხაში შეტანილი 2 მკვდარი დელფინი გამორიყა.

ამ დროისთვის, გადაშენების პირას მყოფი დელფინების გამორიყვის ზუსტი მიზეზები უცნობია. როგორც სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის კომიტეტში განაცხადეს, ფაქტის შესწავლა და მოკვლევა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ სიმფეროპოლში არსებულმა ბრემის ლაბორატორიამ, შავი ზღვის სანაპიროზე გამორიყული მკვდარი დელფინების ანათლების შესწავლის შემდეგ, რამდენიმე წლის წინ, დაადგინა, რომ წითელ წიგნში შეტანილ დელფინებს მორბილ-ვირუსული ინფექცია ანადგურებს.

  • 5
  •  
  •  
  •  
  •