“მის მსოფლიო თინეიჯერი” თხილამურებით სრიალისას დაიღუპა

გარდაცვალების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია

“მის მსოფლიო თინეიჯერი” თხილამურებით სრიალისას დაიღუპა.

19 წლის ჰოლანდიელი, ლოტე ფან დერ ზეე ავსტრიის ალპებში, დაბადების დღის აღსანიშნად, ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც ჰოლანდიური მედია იუწყება, ახალგაზრდა მოდელს გულის შეტევა დაემართა. კლინიკაში გადაყვანისას ის ხელოვნურ კომაში ჩააგდეს, რის შემდეგაც მოდელი მიუნხენის საავამდმყოფოში სპეციალური სასწრაფო დამხარების ვერტმფრენით გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ტრაგიკული გარდაცვალების მიზეზები დგინდება.

ლოტე ფან დერ ზეე მის მსოფლიო თინეიჯერი 2017 წელს გახდა.

  • 74
  •  
  •  
  •  
  •