კონჩიტა ვურსტი ხვალ “მოკვდება”

ავსტრიელი მომღერალი მამაკაცურ იმიჯზე მუშაობს

კონჩიტა ვურსტის ალტერ-ეგო ამოიწურა და ეს სასცენო ფიგურა, სავარაუდოდ, ხვალ, ქალთა საერთაშორისო დღეს გაქრება.

როგორც ავსტრიული მედია იუწყება, გადაწყვეტილება ავსტრიელმა ტრანსვესტიტმა მომღერალმა, ტომას ნოივირტმა, რომელიც კონჩიტა ვურსტის სცენური ფსევდონიმითაა ცნობილი, დიდი ხნის წინ მიიღო, თუმცა შესაბამის მომენტს ელოდა.

მომღერალი, რომელიც არაორდინალური გარეგონობითა და ექსტრავაგანტული ჩაცმულობით ამახსოვრებდა მაყურებელს თავს, ახალ იმიჯზე მუშაობს. გერმანულენოვანი გამოცემების ნაწილი წერს, რომ ავსტრიელი ვარსკვლავი ამჯერად მამაკაცურ იმიჯზე მუშაობს და ახლო მომავალში საზოგადოებას უკვე “კაცური ლუქით” წარუდგება.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიელი ტრანსვესტიტი კონჩიტა ვურსტი (თომას ნოივირტი) სიმღერით “Rise like a Phoenix” “ევროვიზია 2014”-ის გამარჯვებულია.

 

  • 21
  •  
  •  
  •  
  •