პენსიონერებმა საინკასაციო ავტომანქანა დააყაჩაღეს

პენსიონერების დაკავება ამ დრომდე ვერ ხერხდება

გერმანიის ქალაქ კიოლნის აეროპოტრში საიკნასაციო, ნახევრადბრონირებული ავტომანქანა დააყაჩაღეს.

ტრანსპორტს, რომელსაც თანხა გადაჰქონდა, 3 შეიარაღებული პირი აეროპორტის მეორე ტერმინალში დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც დაცვის ერთი თანამშრომელი მძიმედ დაიჭრა. ის ამ დროისთვის სავამდმყოფოშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. წინასწარი მონაცემებით, შეიარაღებულმა პირებმა ფულით სავსე ჩემოდანი გაიტაცეს და მიმალვა მოახერხეს.

გერმანული მედიის ცნობით, სავარაუდო თავდამსხმელები სწორედ იმ პენსიონერების ტრიოა, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია, გერმანიის ჩრდილოეთით, საინკასაციო ავტომობილებზე პერმანენტულ თავდასხმებს ახორციელებს, თუმცა მათი დაკავება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

  • 61
  •  
  •  
  •  
  •