მეზღვაურ დავით რაზმაძის ცხედარი ორი თვის შემდეგ საქართველოში ჩამოასვენეს

ქართველი მეზღვაური ლიბიაში 6 იანვარს გაუჩინარდა, 21 იანვარს კი მისი ცხედარი სანაპიროზე იპოვეს

ქართველი მეზღვაურის,  დავით რაზმაძის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს.

გარდაცვლილის ოჯახი ცხედრის სამშობლოში ჩამოსვენებას ორი თვის განმავლობაში ელოდა.

23 წლის დავით რაზმაძე ლიბიის ნავსადგურში 6 იანვარს გაუჩინარდა, მისი ცხედარი 21 იანვარს სანაპიროზე იპოვნეს. ოჯახის მტკიცებით, მეზღვაური მოკლულია.

ცხედარს ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდება, შემდეგ კი გორში გადაასვენებენ.

 

 

  • 212
  •  
  •  
  •  
  •