თბილისის საქალაქო სასამართლო მამუკა ხაზარაძეს, წერილთან დაკავშირებით, დღეს გამოკითხავს

ბიზნესმენის განცხადებით, მუქარის შემცველი წერილი მან შს მინისტრისგან მიიღო, გახარია კი ამ ფაქტს უარყოფს

TBC ბანკის დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს დღეს საქალაქო სასამართლოში გამოკითხავენ.

საქმე ეხება იმ წერილს, რომლის შესახებაც, გუშინ ხაზარაძემ პარლამენტში, TBC ბანკის საქმეზე საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა. ხაზარაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, მან შს მინისტრისგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო, სადაც “რაღაცეების შესრულებას” სთხოვდნენ, თუმცა ბანკის დამფუძნებელი აცხადებს, რომ მათ გახარიას მოთხოვნები არ შეუსრულებიათ.

თავად გიორგი გახარია წერილის არსებობის ფაქტს უარყოფს, ხაზარაძეს კი ამ საკითხზე დღეს საქალაქო სასამართლო გამოკითხავს.

TBC ბანკის დამფუძნებლის გამოკითხვა სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული.

  • 3
  •  
  •  
  •  
  •