სენსაცია – დიდ ბრიტანეთში ორი პაციენტი შიდსისგან სრულად განიკურნა

დიდ ბრიტანეთში აივ ინფექციისგან პაციენტის განკურნების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. გაზეთ The Guardian-ის ცნობით,  პაციენტებს დონორის ძვლის ტვინი გადაუნერგეს, რომელსაც ვირუსის მიმართ თანდაყოლილი იმუნიტეტი ჰქონდა.

პაციენტმა ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციიდან სამი წლისა და თერაპიიდან 18 თვის შემდეგ სამედიცინო შემოწმება გაიარა. ტესტებმა აივ-ინფექციის კვალი ვერ აღმოაჩინეს.

მიუხედავად ამისა, ექსპერიმენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, პროფესორ რავინდრა გუპთას განცხადებით, სრულ წარმატებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

გაზეთის ცნობით, ანალოგიური მეთოდით 2007 წელს განიკურნა გერმანელი პაციენტიც, რომელსაც ასევე დონორის ძვლის ტვინი გადაუნერგეს. დონორს იშვიათი გენეტიკური მუტაცია ჰქონდა, რომელიც აივ-ინფექციისადმი იმუნიტეტს უზრუნველყოფდა. სპეციალისტებმა ამ დრომდე ვერ დაადგინეს, დონორების გენეტიკური მუტაცია არის თუ არა ერთადერთი საფუძველი ოპერაციის წარმატებისთვის.

როგორც ​The Guardian-ი ექსპერტებზე დაყრდნობით წერს,  მკურნალობის  ეს მეთოდი, დიდი ალბათობით, უნივერსალური ვერ გახდება, რადგან პროცედურა ძალიან ძვირადღირებული, რთული და რისკის შემცველია. ამასთან, დონორების რაოდენობა მცირეა.

 

  • 19
  •  
  •  
  •  
  •