პროკურორი: ხაზარაძემ სასამართლოზე ჩვეულებრივი ნაბეჭდი ფურცელი წარმოადგინა, რომლის შედგენა ნებისმიერს შეუძლია

პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, წერილში რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ ჩანს

სასამართლოში მამუკა ხაზარაძის გამოკითხვის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმაც. მისი თქმით, ბიზნესმენის მიერ სასამართლოსთვის გადაცემული წერილის შინაარსი მისთვის ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება წერილის ფორმას, პროკურორი აცხადებს, რომ “მამუკა ხაზარაძემ სასამართლოზე წარმოადგინა ჩვეულებრივი ნაბეჭდი ფურცელი, რომლის შედგენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ამ წერილში რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშნები ან ჩანს. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, წერილი მან მიიღო შუამავლის მეშვეობით. რაც შეეხება მის შინაარსს, წერილი ჯერჯერობით ჩვენ არ გადმოგვცემია და ამაზე ვერაფერს გეტყვით. სწორედ წერილის გაცნობის შემდგომ დაიგეგმება, თუ რას განახორციელებს პროკურატურა. ჩვენ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას განვახორციელებთ.“

დღეს, TBC ბანკის დამფუძნებელმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს განუცხადა, რომ შს მინისტრისგან მიღებული მუქარის შემცველი წერილის ასლი, რომელზეც გუშინ საპარლამენტო ტრიბუნიდან ისაუბრა, სასამართლოში მიიტანა, ორიგინალი კი – ლონდონში, ექსპერტიზაზე გაგზავნა. მსგავსი წერილის არსებობას კატეგორიულად უარყოფს თავად გიორგი გახარია.

 

 

  • 4
  •  
  •  
  •  
  •