4 ქართველი ჩემპიონი – ზვიად პატარიძეც ოქროსია!

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პირველ საფინალო დღეს 5 მედალი მოიპოვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ საფინალო დღეს, შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა.  5 ფინალიდან, ოთხში ქართველებმა იჭიდავეს და ოთხივემ ოქროს მედლითა და ჩემპიონის ტიტულით დაასრულა გამოსვლა, ბრინჯაოს მედალს კი ბექა მამუკაშვილი (77კგ) დაეუფლა.

ნუგზარ წურწუმიასთან (55კგ), ლევან ქავჟარაძესთან (63კგ), გურამ ხეცურიანთან (87კგ) ერთად, ოქროს მედალი ზვიად პატარიძემაც (130კგ) მოიპოვა, რომელმაც რუმინელ ბერეის 0:5 სძლია და საქართველოს მეოთხე ოქრო მოუტანა.

ხვალ, საქართველოს ნაკრების კიდევ ორი წევრი, რამაზ ზოიძე (72კგ) და გიორგი მელია (97კგ) ოქროსთვის იჭიდავებენ, ირაკლი ძიმისტარიშვილი (60კგ) – ბრინჯაოსთვის. დამამშვიდებელი წრიდან, ბრინჯაოს მოპოვებას ეცდება გიორგი კურტანიძეც (67კგ).

 

  • 518
  •  
  •  
  •  
  •