მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მას შს მინისტრი ემუქრებოდა

ხაზარაძე ამბობს, რომ გიორგი გახარიამ მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა

TBC ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მას შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ემუქრებოდა. ეს განცხადება დღეს ხაზარაძემ პარლამენტში გააკეთა.

ხაზარაძის განმარტებით, მუქარის შემცველი წერილი გიორგი გახარიასგან მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო, თუმცა TBC ბანკის დამფუძნებელი წერილის შინაარსის გასაჯაროებას არ აპირებს.

„ჩვენ ნამდვილად არ ვართ პოლიტიკოსები და ნამდვილად არ ვაპირებთ წერილების ფრიალს. არ გვინდა, პოლიტიკურ დებატებში ჩავერიოთ, იმიტომ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ და გვინდა, დაგვეხმაროთ, რომ შეიქმნას სიმშვიდე და გავაგრძელოთ საქმიანობა. ალბათ, აზრი არ აქვს დაველოდო კომისიას. წერილი იყო შს მინისტრისგან მოწერილი, ბატონ გახარიასგან. მე  არ მინდა აღმოვჩნდე იმ სიტუაციაში, რომ წერილებით დავიწყო სირბილი, მედიის და ჟურნალისტების წინაშე. ეს არის მუქარის წერილი, რაღაცის შესრულების საფასურად, რომელიც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ”, – განაცხადა ხაზარაძემ.

  • 5
  •  
  •  
  •  
  •