კაცი, რომელმაც ეიფელის კოშკი რამდენჯერმე გაყიდა

ვიქტორ ლუსტიგი - მსოფლიოს ნომერ პირველი თაღლითი

ვიქტორ ლუსტიგი 1890 წელს ჩეხეთში დაიბადა. სკოლის დამთავრებისას იგი უკვე ბრწყინვალედ ფლობდა 5 ენას: ჩეხურს, ფრანგულს, იტალიურს, ინგლისურს და გერმანულს. ლუსტიგმა მალევე მიატოვა სახლი და დასავლეთ ევროპაში გაემგზავრა. რამდენიმე წვრილმანი ქურდობისა და თაღლითობის შემდეგ, იგი პარიზში დამკვიდრდა. აქ მან ბრწყინვალედ შეისწავლა პოკერი და ბრიჯი, რაც მისი შემოსვლის წყარო გახდა. იგი, ძირითადად, გემით მოგზაურობდა ამერიკაში და უკან პარიზში, გზად კი მგზავრებს ბანქოში”ფქცვნიდა”.

1920 წლიდან ის ამერიკაში გადასახლდა. პირველი დიდი აფერა მისგან ფულის საბეჭდი მანქანის გაყიდვა იყო. რამდენიმე შავი ყუთი, რომელიც ყოველ 6 საათში 100$ კუპიურას ბეჭდავდა, მან 30 000$-ად გაყიდა და შემდეგ „გაქრა“. (მანქანა შემდეგი პრინციპით “მუშაობდა”: ყუთში წინასწარ ჩადებული იყო 2 ან 3 ასდოლარიანი კუპიურა, რომელიც ყოველ 6 საათში ყუთიდან გამოდიოდა, შემდეგ, რა თქმა უნდა, “მანქანა” „ფუჭდებოდა“).

ყველაზე დიდი აფერა კი ვიქტორ ლუსტიგმა პარიზში დაბრუნებისას დაატრიალა. წარმოუდგენელია, მაგრამ მან ეიფელის კოშკი გაყიდა! ლუსტიგმა გაზეთში წაიკითხა, რომ შესაძლებელია ეიფელის კოშკი ან გაარემონტონ ან საერთოდ, დაშალონ. ლუსტიგს ახალი თაღლითური იდეა გაუჩნდა, თავი ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრის მოადგილედ გაასაღა, შეადგინა ყალბი საბუთები და მდიდრულ სასტუმროში მეტალო-მაგნატები მოიწვია.
საქმიან შეხვედრაზე, ეიფელის კოშკის უტილიზაციის “უფლება” მან 50 ათას დოლარად ვინმე ანდრე პუასონს მიჰყიდა. ამ „წარმატებული“ ბიზნესგარიგების შემდეგ ის მალევე ამერიკაში დაბრუნდა და რამდენიმე შედარებით წვრილი აფერა განახორციელა. მისი ერთ-ერთი მსხვერპლი ყველა დროის ყველაზე დიდი მაფიოზი, ალ-კაპონეც აღმოჩნდა.

1930 წელს ლუსტიგი ამერიკიდან პარიზში დაბრუნდა და ეიფელის კოშკი ხელმეორედ, ამჯერად უფრო სარფიანად – 75 000 $-ად გაყიდა.

თაღლითის “წარმატებული კარიერა“ 1935 წელს დასრულდა, როცა ის ამერიკელმა სამართალდამცავებმა დააკავეს და 15 წელი მიუსაჯეს. ლუსტიგი ციხეში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.

  • 88
  •  
  •  
  •  
  •