დიუსელდორფის გრან სლემზე ჩხვიმიანი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

დიუსელდორფის გრან სლემის ფინალში რობერტ მშვიდობაძე იჭიდავებს.

საქართველოს ნაკრების ძიუდოისტმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60კგ) ნახევარფინალური დაპირისპირება, რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველთან ვაზარით დათმო.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, ქართველი ფალავნის მეტოქე, კორეელი ჰარიმ ლეე იქნება.

ფინალური ბლოკი, თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება.

  • 2
  •  
  •  
  •  
  •