დიუსელდორფის გრან სლემი: ჩხვიმიანი, ფინალში გასასვლელად, რუსეთის სახელით მოასპარეზე მშვიდობაძეს დაუპირისპირდება

ნახევარფინალის საგზურისთვის, ლუხუმ ჩხვიმიანმა საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძე დაამარცხა

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მიმდინარე გრან სლემის პირველი საშეჯიბრო დღეს, -60 კგ წონით კატეგორიის ფინალში გასასვლელად ლუხუმ ჩხვიმიანი, რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძეს დაუპირისპირდება.

ჩხვიმიანი ერთადერთი ქართველი სპორტსმენია დღევანდელ დღეს, რომელსაც მედლის მოპოვების შანსი აქვს.

საინტერესოა, რომ ნახევარფინალში გასასვლელად, ლუხუმ ჩხვიმიანმა, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე, ქართველი ლუკა მხეიძე დაამარცხა.

ამავე წონით კატეგორიაში, ჯაბა პაპინაშვილი ესპანელ გარიგოსთან დამარცხდა, -66 კგ წონით კატეგორიაში გიორგი გუგულაშვილმა პირველვე შეხვედრა სლოვენიელ მეტოქესთან წააგო.

ფოტო: IJF

  • 37
  •  
  •  
  •  
  •