“ძალიან ბედნიერი ვარ” – ლადო აფხაზავას ჩიბათის სკოლის მოსწავლეებმა დახვედრა მოუწყვეს

ლადო აფხაზავა "მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" 10 ფინალისტს შორის მოხვდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელს, ლადო აფხაზავას დღეს მოსწავლეებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

ემოციური შეხვედრის ფოტოებს “მასწავლებლის სახლი” ავრცელებს.

“ჩვენ  თქვენით ვამაყობთ”, “გილოცავთ”, “გვიყვარხართ” – ასეთი შინაარსის პოსტერები და ბუშტები დაახვედრეს ჩიბათის სკოლაში დღეს პედაგოგს.

ქართველი პედაგოგი, 2019 წლის “მასწავლებლის გლობალური ჯილდოს” 10 ფინალისტს შორის მოხვდა. ფინალისტები, დღეს გამთენიას, ჰოლივუდელმა მსახიობმა, ჰიუ ჯეკმანმა დაასახელა.

“ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის, რომ გა­მოვ­ხა­ტო და გად­მოგ­ცეთ ჩემი ემო­ცი­ე­ბი! 2017 წელს მასწავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი რომ გავ­ხდი, მა­შინ ვთქვი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ვე­ტყო­დი მსოფ­ლი­ოს სა­ქარ­თვე­ლოს მასწავ­ლებ­ლე­ბის სათ­ქმელს”, – ამბობს ლადო აფხაზავა.

2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალში არიან: დებორა გურაფლო  (ბრაზილია); დეიზი მერტენსი (ნიდერლანდები); ენდრიუ მოფეტი (დიდი ბრიტანეთი); მარტინ სალვეტი (არგენტინა); მელისა სალგუერო (აშშ); პიტერ ტუბიში (კენია); სვარუპ რავა (ინდოეთი); ვლადიმერ აფხაზავა (საქართველო);  იასოდაი სელვაკუმარან (ავსტრალია); ჰიდიკაზუ შოტო (იაპონია).

ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. “Global Teacher  2019”-ის გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება და ჯილდოს სახით, 1 მილიონ დოლარს მიიღებს.

 

  • 152
  •  
  •  
  •  
  •