სანდრო ბრეგაძე: საქართველოში გეი-აღლუმი ვერასოდეს ჩატარდება

18-23 ივნისს, თბილისში LGBTQI პრაიდი გაიმართება

“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, “თბილისი პრაიდის” მიერ დაანონსებულ კვირეულს ეხმაურება და აცხადებს, რომ “ისინი არასდროს დაუშვებენ საქართველოში გეი-აღლუმების ჩატარებას”.

სანდრო ბრეგაძის განცხადებით, “ქართულმა მარშმა” უკვე მიმართა მერიას და ივნისში, დედაქალაქის ხუთ მთავარ ქუჩას დაიკავებენ.

“ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად მშვიდობიანები და ჩვენ არავის თმის ღერსაც არ ჩამოვუგდებთ. თუ ვინმე დაგვესხმება თავს, ამისთვის არსებობს სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, რომ დაგვიცავენ. მათი, ყველას ადგილი არის გლდანის ნაგავსაყრელზე და ჩაატარონ იქ. პრაიდს კი არ ვაპროტესტებთ, ჩვენ ვაპროტესტებთ აღლუმს. ამას არ დავუშვებთ. საქართველოში გეი-აღლუმი ვერასოდეს ვერ ჩატარდება”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

18-23 ივნისს, თბილისში LGBTQI პრაიდი გაიმართება.

  • 8
  •  
  •  
  •  
  •