- ვაჟა მარგველაშვილი ცინდაოს მასტერსის ბრინჯაოს მედალოსანია
- პარლამენტში სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამართალდამცველები შევიდნენ
- პარლამენტში მძაფრი სუნის გამო პლენარული სხდომა შეწყდა
- ბაგრამის საავიაციო ბაზაზე წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაცია წარმატებით დასრულდა
- ცინდაოს მასტერსი: ჩხვიმიანი, ნინიაშვილი და ეთო ლიპარტელიანი დამარცხდნენ, მარგველაშვილს ბრინჯაოს შანსი აქვს
ლადო აფხაზავა მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტში მოხვდა
მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი, ჯილდოს სახით, 1 მილიონ დოლარს მიიღებს

ქართველი პედაგოგი, ლადო აფხაზავა, 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის მოხვდა.
ფინალისტები, დღეს გამთენიას, ამერიკელმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.
2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალში არიან: დებორა გურაფლო (ბრაზილია); დეიზი მერტენსი (ნიდერლანდები); ენდრიუ მოფეტი (დიდი ბრიტანეთი); მარტინ სალვეტი (არგენტინა); მელისა სალგუერო (აშშ); პიტერ ტუბიში (კენია); სვარუპ რავა (ინდოეთი); ვლადიმერ აფხაზავა (საქართველო); იასოდაი სელვაკუმარან (ავსტრალია); ჰიდიკაზუ შოტო (იაპონია).
ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. “Global Teacher 2019”-ის გამარჯვებული, დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე, 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება და ჯილდოს სახით, 1 მილიონ დოლარს მიიღებს.
ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის.
349