“ახალგაზრდა სისხლი” სიბერის შესაჩერებლად

ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა აშშ-ში

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა  მოსახლეობას მოუწოდებს, შეწყვიტონ “ახალგაზრდა სისხლის” გადასხმის პრაქტიკა, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა, როგორც სხეულის დაბერების, ალცჰეიმერის და პარკინსონის დაავადებების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება.

აშშ-ს ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად მსგავსი “მკურნალობის” პოპულარობისა და სიძვირისა, მისი ეფექტურობა არანაირი სამეცნიერო კვლევით დადასტურებული არ არის.  უფრო მეტიც, სისხლის ან პლაზმის დიდი მოცულობით გადასხმა, ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკებს შეიცავს.

მიუხედავად ამისა, კლინიკებში,  სადაც “ახალგაზრდა სისხლზე” მუშაობენ,  მოთხოვნა ამ პროცედურაზე დღითიდღე იზრდება. Business Insider-ის ინფორმაციით, “ახალგაზრდა სისხლის” ერთი ინექცია პაციენტებს 8-დან 12 დოლარამდე უჯდებათ.

წყარო: BBC

  • 2
  •  
  •  
  •  
  •