ძლიერმა აფეთქებამ სამტრედიაში საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაანგრია

ბუნებრივი აირის აფეთების შედეგად, ერთმა ადამიანმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო

სოფელ ტოლებში დღეს ძლიერი აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. აფეთქებისას სახლში 58 წლის ნუკრი მეფარიშვილი იმყოფებოდა, რომელიც სხეულის დამწვრობით და სხვადასხვა ხარისხის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ნგრევის და აფეთქების ხმა მეზობელ სოფლებამდე გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, საპატრულო პოლიცია და “სოკარ გაზის” წარმომადგენლები.

შსს-მ გამოძიება ენერგორესურსებით სარგებლობის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

 

  • 3
  •  
  •  
  •  
  •