Breaking News: ცნობილი დიზაინერი, კარლ ლაგერფილდი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი გერმანელი დიზაინერი, კარლ ლაგერფილდი, 85 წლის ასაკში, დღეს საფრანგეთში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი Paris Match ავრცელებს.

კარლ ლაგერფილდი 1938 წლის 10 სექტემბერს ბანკირის ოჯახში დაიბადა.  მან საუკეთესო განათლება მიიღო. დაეუფლა ინგლისურ, ფრანგულ და იტალიური ენებს.

საბოლოო პროფესიის არჩევაში მას დედა, არისტოკრატი ქალბატონი დაეხმარა, რომელიც კარლს გემოვნებასა და დახვეწილ მანერებს ბავშვობიდან უყალიბებდა.

კარლ ლაგერფილდი “შანელის მოდის სახლს” 1983 წლიდან  ხელმძღვანელობდა. წელიწადში 2500 ესკიზს ქმნიდა, დღეში კი – საშუალოდ, შვიდს.

ცნობილია, რომ გერმანელი დიზაინერი დაუღალავად შრომობდა და მისი სამუშაო დღე 20 საათს გრძელდებოდა.

კარლ ლაგერფილდი არ ყოფილა დაოჯახებული და არ ჰყავს შვილები.

 

  • 3
  •  
  •  
  •  
  •