“მამის” მშობიარობას “დედა” ესწრებოდა

ფერნანდო და დიანა - პირველი ტრანსგენდერი წყვილი სამხრეთ ამერიკიდან, რომელმაც შვილი ფიზიოლოგიურად გააჩინა

ფერნანდო მაჩადო და დიანა როდრიგესი პირველი ტრანსგენდერი წყვილია ეკვადორიდან, რომლებმაც შვილის ფიზიოლოგიური გზით გაჩენა გადაწყვიტეს.

ამჯერად, ყველაფერი პირიქით მოხდა: ბავშვს მუცლით “მამა” – ფერნანდო ატარებდა, დედა – დიანა კი, მას სამშობიარო ბლოკში ელოდა.

“მამის” ორსულობამ და მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა.

დიანა ადრე მამაკაცი იყო. მას სახელად ლუისი ერქვა. ფერნანდო კი ქვეყანას გოგონად მოევლინა, მას  მშობლებმა მარია დაარქვეს.

სრულწლოვანების ასაკში, მათ სქესის შეცვლა მოინდომეს, თუმცა იმ დროს, როცა ერთმანეთს შეხვდნენ, შესაბამისი ოპერაციული ჩარევა ჯერ არც ერთს ჩატარებული არ ჰქონდა.

როგორც წყვილი BBC-სთან ინტერვიუში ამბობს, მათ ერთმანეთი სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნეს, რამდენიმე დღეში შეხვდნენ კიდეც, ხოლო სამკვირიანი თანაცხოვრების შემდეგ, ფერნანდო (მარია) უკვე ორსულად იყო.

წყვილი საკუთარი სიყვარულის ისტორიით ამაყობს. ისინი ამბობენ, რომ მათი გადაწყვეტილება სამხრეთ ამერიკაში პრეცედენტულია, ხოლო ბავშვი, რომელიც ამ სიყვარულის ნაყოფია, თავისუფლებისა და ტოლერანტობის ერთგვარი სიმბოლოა.

ფერნანდო და დიანა კიდევ რამდენიმე შვილის ყოლას აპირებენ.

წყარო: BBC

  • 1
  •  
  •  
  •  
  •