ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის “ლოკომოტივში” არენდით ითამაშებს

ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი "ლოკომოტივში", მინიმუმ, სეზონის ბოლომდე დარჩება

ახალაგაზრდა ქართველი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის “ლოკომოტივში, არენდით, სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

ამის შესახებ ინფორმაცია, რუსულმა კლუბმა თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაადასტურა.

მოსკოვურ გუნდში დიდი ხანია თამაშობს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველი, სოლომონ კვერკველია, რომელიც ახალგაზრდა ქართველის გუნდში გადასვლას სპეციალური ვიდეოთი გამოეხმაურა.

“ერთი ქართველი კარგია, მაგრამ ორი კიდევ უფრო უკეთესი”, – ამბობს კვერკველია.

ხვიჩა კვარაცხელია “დინამო თბილისის” აკადემიის აღზრდილია. გასული წლის მარტში ის “რუსთავის” რიგებს შეუერთდა და მეტოქეთა კარი სამჯერ აიღო.

მოსკოვის “ლოკომოტივმა” “რუსთავთან” საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა.

Хвича Кварацхелия – в «Локомотиве»

#СамыйЛучшийКоллектив только что стал ещё сильней и задиристей! 💪🏼👊🏼🚂🔥 Хвича, добро пожаловать в «Локо»!Молодой полузащитник будет играть под 21 номером.

Posted by FC Lokomotiv Moscow on პარასკევი, 15 თებერვალი, 2019

  • 8
  •  
  •  
  •  
  •