ვატიკანის ელჩს საფრანგეთში სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

არქიეპისკოსპოსი პარიზის მერიის თანამშრომელზე სექსუალურ ზეწოლას ახორციელებდა

ვატიკანის ელჩს საფრანგეთში, ლუიჯი ვენტურას სექსუალურ ძალადობასა და გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ. როგორც პარიზის მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა სააგენტო “როიტერს” განუცხადა,  74 წლის კლირიკი, 17 იანვარს, მერისა და დიპლომატების ოფიციალური შეხვედრის დღეს, მერიის უმცროს თანამშრომელზე სექსუალურ ზეწოლას ახორციელებდა.

მერიამ პოლიციას მომხდარიდან ერთი კვირის შემდეგ მიმართა. საქმე აღძრულია. ელჩის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

არქიეპისკოპოსი ვენტურა ელჩად 10 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ცოტა ხნის წინ, რომის პაპმა ფრანცისკმა მღვდლების მხრიდან მონაზონებზე განხორციელებული სექსუალური ზეწოლის ფაქტები აღიარა. გასული წლის დეკემბერში კი 2 კარდინალი, სექსუალური ძალადობის ბრალდებით, დააქვეითეს.

ფოტო: AFP

  • 4
  •  
  •  
  •  
  •