გაეროს ქალთა ორგანიზაცია “სიდასთან” თანამშრომლობას წყვეტს

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდასთან” თანამშრომლობის ხელშეკრულება შეაჩერა. გადაწყვეტილების მიზეზი “ფინანსური გადაცდომა” და “სამუშაო ადგილზე არაჯანსაღი კულტურა” გახდა. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

“მიმდინარე წლის 12 თებერვალს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ პროექტის “ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში” ერთ-ერთ პარტნიორს, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) თანამშრომლობის ხელშეკრულება შეუჩერა. შეჩერების მიზეზი გახდა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს მიმართ გამოთქმული რამდენიმე ბრალდება ფინანსურ გადაცდომასთან და სამუშაო ადგილზე არსებულ არაჯანსაღ კულტურასთან დაკავშირებით.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ინარჩუნებს ვალდებულებას, პირდაპირი ტექნიკური მხარდაჭერა აღმოუჩინოს კერძო სექტორის იმ კომპანიებს, რომლებთანაც CiDAთანამშრომლობდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • 2
  •  
  •  
  •  
  •