ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის ჩატარების თარიღი ცნობილია

პრეზიდიუმი 11 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტს განიხილავს

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის ჩატარების თარიღი ცნობილია.

ფედერაციის ინფორმაციით, პრეზიდიუმის სხდომა 23 თებერვალს, ფალავანთა კლუბის საპრესკონფერენციო დარბაზში ჩატარდება.

როგორც ცნობილია, პრეზიდიუმის სხდომაზე, 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტზე უნდა იმსჯელონ.

“რეკორდერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში, ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ განმარტა, რომ სხდომა როგორც მისი, ისე ზურა დათუნაშვილის ქმედებებს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

  • 9
  •  
  •  
  •  
  •