ყველაზე პოპულარული ფეისბუქგვერდები მსოფლიოში

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", ყველაზე მეტი გამომწერი თავად "ფეისბუქის" გვერდს ჰყავს

სტატისტიკის საერთაშორისო პორტალი – statista.com მომხმარებელს საინტერესო ინფორმაციას მუდმივად სთავაზობს.

ამჯერად, პორტალმა “ფეისბუქში” იმ გვერდების სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლებსაც 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ყველაზე მეტი გამომწერი და ფანი ჰყავს.

საინტერესოა, რომ მომღერალმა შაკირამ, რომელიც სიაში მეშვიდე ადგილს იკავებს, სოციალურ ქსელში 102 მილიონზე მეტი გამომწერი მოაგროვა და ისეთ შემსრულებლების ფეისბუქგვერდებს გაუსწრო, როგორებიც ემინემი, რიჰანა, ვილ სმიტი და მაიკლ ჯექსონია.

არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ სიაში, 213 მილიონი გამომწერით – თავად “ფეისბუქია”, მეორე ადგილს კი “სამსუნგი” იკავებს, რომელსაც 159 მილიონზე მეტი ფანი ჰყავს.

სიაში სულ ხუთი სპორტული გვერდი მოხვდა (კრიშტიანო რონალდო, მადრიდის “რეალი”, “ბარსელონა”, ლეო მესი, “მანჩესტერ იუნაიტედი”).  გულშემატკივარმა, შესაძლოა, ბევრი იდაოს კრიშტიანო რონალდოსა და ლეო მესის შესაძლებლობებზე, თუმცა ამ სიაში პორტუგალიელი მესამეა. მას “ფეისბუქის” გვერდზე 122 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ლეო მესის კი – 89 მილიონზე მეტი და ის მეათე პოზიციაზეა.

“ფეისბუქში” ყველაზე პოპულარული გვერდების ოცეული ასე გამოიყურება:

  • 2
  •  
  •  
  •  
  •