პიერ დუკანის ახალი აღმოჩენა – მსუბუქი დიეტა 6-7 კგ-ის დასაკლებად

ოფიციალურად, დუკანის მეთოდი 2000 წელს გაჩნდა. მას შემდეგ, ის საკუთარ თავზე მრავალმა ქალმა და მამაკაცმა გამოსცადა. ინტერნეტში იმ ადამიანების უამრავი გამოხმაურების ნახვა შეიძლება, რომლებმაც ზედმეტი კილოგრამები მისი მეშვეობით მოიცილეს. შემდგომში, ცნობილი დიეტოლოგის რჩევები კიდევ უფრო დაიხვეწა. პიერ დუკანი მზადაა, გაგვიმხილოს თავისი აღმოჩენა, როგორ შეიძლება ზაფხულის სეზონისთვის გახდომა.

ბოლო მიგნებას დუკანი ”კვების კიბეს”უწოდებს, ან “ლაით” მეთოდს. იმისათვის, რომ ბევრი დაიკლოთ, საჭიროა ფსიქოლოგიურად ამისთვის მზად იყოთ. გადაწყვეტილების მიღება და მოტივაცია – ეს მთავარია.

“ლაით” მეთოდი განკუთვნილია მათთვის, ვისაც, უბრალოდ, გახდომა სურს –  არა ჯანმრთელობის პრობლემების გამო. მეთოდი ასე გამოიყურება:

ორშაბათი “შეტევით” იწყება. საჭიროა მხოლოდ ცილოვანი პროდუქტებით კვება.

სამშაბათს – ცილები,  ბოსტნეული

ოთხშაბათს – ცილები, ბოსტნეული,ხილი

ხუთშაბათს – ცილებს, ხილს და ბოსტნეულს ემატება მსხვილად დაფქვილი ხორბლით გამომცხვარი პური.

პარასკევს – ცილებს, ხილს, ბოსტნეულს და მსხვილად დაფქვილი ფქვილისგან გამომცხვარ პურს ყველის ნაჭერი დაუმატეთ.

შაბათს -ცილები, ხილი, ბოსტნეული, პური, ყველი, მაკარონის, კარტოფილის და მარცვლოვანის პორცია.

კვირას – მიირთვით იგივე, რაც შაბათს. პლიუს ერთჯერ – სადღესასწაულო კვება, ანუ მიირთვით, რაც გნებავთ.

პიერმა ამ მეთოდს “კიბე” დაარქვა, რადგან კვირის დღეებში ისე მოძრაობ, როგორც კიბეზე. ორშაბათიდან ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოთ.

პირველ კვირაში, დაახლოებით, 1300 გრამს დაიკლებთ.

მეორე კვირაში – 1200 გრამს

მესამე კვირაში -1 კილოგრამს

მეოთხე კვირაში – 800 გრამს.

პარასკევს და შემდგომ დღეებში – 700-700 გრამს.

“ლაით” მეთოდი ერთდღიანი “შეტევით” მათთვისაა, ვისაც 6-8 კგ-ს დაკლება სურს.

როგორ უნდა დაიკლოთ უფრო სწრაფად? ყველაფერი არსებულ წონაზეა დამოკიდებული. თუ, ვთქვათ, 10 კგ-მდე დაკლება გსურთ, პირველი ფაზა – “შეტევა” 4 დღე უნდა გაგრძელდეს. თუ 15 კგ გაქვთ დასაკლები, 5 დღიანი “შეტევა” დაგჭირდებათ. 1 კვირა – ეს მაქსიმუმია.

პიერ დუკანის რჩევები ბევრ ადამიანს დაეხმარა მიზნის მიღწევაში. მისი ახალი მეთოდი კი ზაფხულის დადგომამდე, ზედმეტი კილოგრამების მოცილებაში დაგეხმარებათ. ამასთან, არ დაგავიწყდეთ ცხოვრების აქტიური წესი და სითხის მიღება.

  • 172
  •  
  •  
  •  
  •