ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის გრან სლემის ნახევარფინალშია

ლიპარტელიანი ოქროს მოპოვების შანსს ინარჩუნებს

პარიზის გრან სლემის ნახევარფინალში გავიდა ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ), რომელის მეტოქეც, კორეელი ჩო გუჰამი იქნება.

საქართველოს ნაკრებს, ამ დროისთვის, 1 ვერცხლი და ორი ბრინჯაო აქვს. ოქროსთვის, ფინალი ვაჟა მარგველაშვილმა (-66კგ) დათმო, ხოლო თემურ ნოზაძემ (-60კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (-73კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

  • 4
  •  
  •  
  •  
  •  
  •