ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის გრან სლემის ჩემპიონია

ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ) პარიზის გრან სლემის ჩემპიონია.

ოქროს ფინალში, ქართველმა ფალავანმა იაპონელი აარონ ვოლფი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ერთადერთი ოქროს მედალი მოუტანა.

გუშინ ვერცხლის მედალი ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა (-66კგ), ხოლო თემურ ნოძაძემ (-60კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (-73კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

  • 62
  •  
  •  
  •  
  •